💪 ვაუმჯობესებთ ცხოვრებას სპორტის საშუალებით

გიმნაზიაში ჩვენი მანტრაა ცხოვრების გამდიდრება სპორტის ძალით,
ჩვენს ეთოსში, მისიასა და გარშემომყოფ ინდივიდებში ჩაღრმავებით, რომლებმაც ჩვენი ხედვა გამოძერწეს

🚀 ჩვენი დამფუძნებელები

იგორ კონონუჩენკო: ჩვენი დამფუძნებელი, უკრაინელი ტექნიკური მაესტრო, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა Grammarly-ის მოგზაურობის ჩამოყალიბებაში, მშობლიური უკრაინიდან - ამერიკის შეერთებულ შტატებამდე, სადაც მისმა ზრდამ მილიარდ დოლარამდე მიაღწია. სწორედ მისგან წამოვიდა გიმნაზიის შექმნის იდეა, რომელიც განპირობებული იყო სპორტისადმი ჰოლისტიკური მიდგომითა და სპორტული საზოგადოების ჩამოყალიბების სურვილით.

ტანია ნაყეური: გიმნაზიის კაპიტანი და გენერალური მენეჯერი. ტანიას დიდი გამოცდილება ჯუდოსა და ფიტნეს შემოქმედებაში გიმნაზიას ეხმარება გზის გაკვლევასა და სწორი სპორტული გეზის აღებაში.

🌍 ჩვენი დაბადება: თბილისი, 2022 წ.

საქმისადმი დიდი ვნებისა და არსებული მოთხოვნის შედეგად, 2022 წელს დაიბადა გიმნაზია. მაშინ, როცა მსგავსი სივრცე არ არსებობდა თბილისში, იგორმა აიღო სადავეები და შექმნა ადგილი, სადაც ოჯახებს ერთად ვარჯიშისა და ხარისხიანი დროის გატარების შესაძლებლობა ექნებოდათ.

💥 ჩვენი სპეციალობა: კომბატი, დაბრკოლებების გადალახვა და სხვა

მიუხედავად იმისა, რომ გიმნაზიის გამოცდილება განსაკუთრებულია ისეთ საბრძოლო სპორტებში, როგორებიცაა: ბრაზილიური ჯიუ- ჯიცუ, ჯუდო და კარატე, გიმნაზია ასევე არის პირველი სივრცე, სადაც OCR/ნინძას ვარჯიშები პროფესიონალურ დონეზე მიმდინარეობს.ჩვენ მთელი გულით გვჯერა, რომ სპორტიდან მიღებული სიხარული, ენერგია და დისციპლინა გადადის ყოველდღიურ ცხოვრებაში და გვანიჭებს ბედნიერებასა და მიზნების მიღწევისადმი სიმტკიცეს.

🤝ჩვენი საზოგადოება

ჩვენი მიზანი უნიკალურია: ისეთი ატმოსფეროს შექმნა, რომელიც გაჯერებულია სითბოთი, თანადგომით, მხარდაჭერითა და მეგობრობით. გიმნაზიაში შენ არ ხარ უბრალოდ კლუბის წევრი, შენ ხარ დიდი ოჯახის წევრი.

🌟 ჩვენი მამოძრავებელი ღირებულებები

თავმდაბალი - ვრჩებით მიწაზე. ვუდგებით ცხოვრებას პატივისცემითა და ჩვენი თვალსაწიერის შეზღუდვების გაცნობიერებით. ყოველთვის გვახსოვს "ერთი ჭიქა წყლის" ფილოსოფია.

სიღრმისეული - ვიკვლევთ სიღრმეებს ზედაპირს მიღმა, პირველადი პრინციპების სტრატეგიით.

ეთიკური - ვირჩევთ სიმართლის მხარეს. ვერიდებით ჭორებს, მანიპულაციებსა და ცრურწმენებს. ჩვენი ოქროს წესი? ვექცევით სხვებს ისე, როგორც გვსურს, რომ მოგვექცნენ.

პოზიტიური - ვასხივებთ პოზიტივს. ვაძლევთ საშუალებას, რომ სწორედ ეს იყოს რეაქციებისა და შემოქმედებების წყარო.

ცნობიერი - ვავითარებთ ემპათიურობასა და თვითანალიზს, ვაცნობიერებთ სიტყვებსა და ლექსიკას, რომელსაც იყენებთ.

ხალისიანი - უშიშრად ვიყენებთ სიხალისესა და მხიარულებას კრეატიული შემოქმედების პროცესში.

აღმომჩენელი - ვიღებთ სამყაროს გაშლილი ხელებით. ვხვდებით სიახლეებს შიშის გარეშე.